ელისო ბოლქვაძე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკოს სათავო ოფისში, გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე იუნესკოსთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„აღნიშნული იყო სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა ახალგაზრდების ცნობიერების და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის.

ასევე, საუბარი შეეხო ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ახალი ფორმატების დანერგვას საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისა და ინტეგრაციის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება