რატი იონათამიშვილი უილიამ კორტნიზე - ადამიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოს დასავლურ მემკვიდრეობაზე, რადიკალური ოპოზიციის რჩეულია - ღალატის გუშინდელმა ისტორიამ ბევრ რამეს ახადა ფარდა

უილიამ კორტნიმ გუშინ კონგრესში განაცხადა: “საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”. და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! საინტერესოა, როდიდან და როგორ აქვს უკრაინას საქართველოზე მეტი “დასავლური ტრადიციები“? - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სწორედ საქართველო უსწრებდა დასავლეთის ბევრ ქვეყანას, 2018-21 წლებში, 1991 წელსაც პირველმა ქართულმა სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის დანგრევაში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა. როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, თუ კორტნი მაიდანს გულისხმობს, ეს არ არის ევროპული ტრადიცია და არც ის შედეგებია ევროპული, რაც უკრაინაში მაიდანს მოჰყვა.

„უილიამ კორტნიმ გუშინ კონგრესში განაცხადა: “საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”. და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! საინტერესოა, როდიდან და როგორ აქვს უკრაინას საქართველოზე მეტი “დასავლური ტრადიციები“? 2018-21 წლებში, როდესაც დასავლეთის ბევრ ქვეყანას ვუსწრებდით დასავლურ ტრადიციებში; 1991 წელს, როდესაც პირველებმა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყველაზე მეტი გავაკეთეთ საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის, თუ ვიზალიბერალიზაცია ჰქონდათ ჩვენზე ადრე? თუ მაიდანს გულისხმობს ბატონი კორტნი დასავლურ ტრადიციებში, ესეც სიცრუეა. მაიდანი არ არის ევროპული ტრადიცია და არც ის შედეგები, რაც მას მოჰყვა, არ არის ევროპული ღირებულება. და ეს ადამიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოს ისტორიაზე და ჩვენი ქვეყნის დასავლურ მემკვიდრეობაზე არის რადიკალური ოპოზიციის რჩეული. აქედანაც ჩანს, მათი სიყალბე და ხელოვნურობა.

სინამდვილეში, ღალატის გუშინდელმა ისტორიამ ბევრ რამეს ახადა ფარდა, რაც ქართველ საზოგადოებას გაუმარტივებს სწორი, მკაცრი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას”, - წერს რატი იონათამიშვილი.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია