გიგა ბოკერია - ერთიანი სიის საკითხი დახურულია, არანაირი ერთიანი სია - პარტიების უმრავლესობამ სწორად თქვა, რომ ეგ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარი იქნება, ადამიანებს არჩევანი შეეზღუდებათ

არანაირი ერთიანი სია - პარტიების უმრავლესობამ სწორად თქვა, რომ ეგ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარი იქნება, ადამიანებს არჩევანი შეეზღუდებათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, არჩევნებამდე პროტესტი, რომელიც ქუჩებში მიმდინარეობს, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერად უნდა გარდაიქმნას.

გარდა ამისა, გიგა ბოკერიას თქმით, პროტესტი არ „მინავლებულა“, რასაც ბიძინა ივანიშვილის რეაქცია, კერძოდ განხორციელებული სატელეფონო ზარები და პოლიტიკური პარტიების ოფისების დარბევა მოწმობს.

„ეს პროტესტი მინავლებისკენ არ მიდის, პირიქითაა ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილის რეაქცია, ეს ზარები, პანიკა, მთავრობის მიერ დაქირავებული ბრბო რომ დარბის ქუჩაში და ოფისებს არბევენ, ამას ადასტურებს.

ერთიანი სიის საკითხი დახურულია, არანაირი ერთიანი სია. პარტიების უმრავლესობამ სწორად თქვა, რომ ეგ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარი იქნება, ადამიანებს არჩევანი შეეზღუდებათ. დასავლეთი რუსეთისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ევროპის შიგნით ბევრი არჩევანია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „ადეპტები“ იმეორებენ იმას, რაც ივანიშვილის პროპაგანდას სურს - უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეერწყას ყველა, რათა ამომრჩევლის რაღაც ნაწილმა თქვას, რომ მათ არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არც მეორე მხარე უნდათ. მე ვამბობ იმას, რაც სწორი მგონია. „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება თუ არა ამას არ ვიცი, ამ დეგრადირებული პოლიტიკური ძალის ფსიქოანალიზს ნუ მომთხოვთ. სააკაშვილი დროებით მთავრობაზე რომ ლაპარაკობს და ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ამით ხალხში ისევ უიმედობას ნერგავს.

არჩევნებამდე უნდა მივიდეთ და ამას პროტესტის გაგრძელება ჭირდება. ასევე, საჭიროა, რომ ეს ენერგია, რაც თვეების განმავლობაში ქუჩებშია, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერად გარდაიქმნას. ერთიანი სია სწორი არ მგონია, მაგრამ რადგან 5%-იანი ბარიერია და ბევრ ადამიანს შეიძლება თავში ჰქონდეს, ჩემი ხმა არ დაიკარგოსო, რამდენიმე ცენტრის შექმნის განხილვა ლეგიტიმური მგონია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო