საბა ბუაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, არცერთი პროდასავლური ხმა არ დარჩეს ბარიერს მიღმა - ასევე, გამარჯვების ამოცანისთვის უკეთესია რამდენიმე მსხვილი ოპოზიციური ჯგუფი

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არცერთი პროდასავლური ხმა არ დარჩეს ბარიერს მიღმა, უფრო მეტი მრავალფეროვნებით ამის გაკეთება არის უკეთესი - ასევე, გამარჯვების ამოცანისთვის უკეთესია რამდენიმე მსხვილი ოპოზიციური ჯგუფი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

საბა ბუაძის თქმით, იმისათვის, რომ ყველა ამომრჩეველი გააქტიურდეს და ოპოზიციას მისცეს ხმა, პრეზიდენტის შემოთავაზებული ქარტია არ არის ამომწურავი და მის მიღმა უნდა არსებობდეს სხვა კონკრეტული შეთავაზებებიც.

„ვფიქრობ, პროცესი პრეზიდენტმა სწორად წარმართა, თუმცა ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესეც არ არის ამომწურავი პროცესი. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ოპოზიციურ სპექტრში მოხდა მნიშვნელოვანი რეფორმებისა და საგზაო რუკის ირგვლივ. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ვაჩვენეთ, შეთანხმების რესურსი არსებობს ოპოზიციაში. მეორე საკითხია, ეს რამდენად საკმარისია ხელისუფლების ცვლილებისთვის. არსებობს ბევრი რისკები, მათ შორის ვადასთან დაკავშირებით. ეს არ არის ამომწურავი, ჩამოთვლილი რეფორმების მიღმა არის უამრავი საკითხი, რომლის გააქტიურებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივა არსებობდეს. ხელისუფლების ცვლილება რომ მოხდეს, ჩვენ დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, როგორ გავზარდოთ პენსია 1 000 ლარამდე, როგორ შევავსოთ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქუჩაში იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორ შევქმნათ პირველი გარანტირებული სამუშაო ადგილები და ანაზღაურებადი სტაჟირება. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რას ვიზამთ და ა.შ.

იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველი გააქტიურდეს და ოპოზიციას მისცეს ხმა, პრეზიდენტის ქარტიის მიღმა უნდა არსებობდეს კონკრეტული შეთავაზებები. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესის წარმოება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ხალხს ისეთი კონფიგურაცია, სადაც ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაზღვეული ვიქნებით იმისგან, დაიკარგოს თუნდაც ერთ ოპოზიციური ხმა მაინც. უფრო მეტი მრავალფეროვნებით ამის გაკეთება არის უკეთესი. ჩვენ ადამიანებს არჩევანი არ უნდა შევუზღუდოთ, ამომრჩეველს უნდა შევუქმნათ მეტი კომფორტი.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არცერთი პროდასავლური ხმა არ დარჩეს ბარიერს მიღმა. ამაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა. მარტო ქარტიის რეფორმები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ეს შედეგი მივიღოთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ხალხს ვუთხრათ და პირობა მივცეთ, რომ ივანიშვილი წავა, ჩვენ უნდა შევქმნათ მომავლის ძალიან მკაფიო ხედვა. მომავლის მკაფიო ხედვის შესაქმნელად მნიშვნელოვანია პრეზიდენტის წარმოდგენილი რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეფუძნება, მაგრამ ამავდროულად ბევრი სხვა საკითხიც უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო