მიხეილ სააკაშვილი - მე, პუტინის ტყვე ვაცხადებ, რომ ვარ ახალგაზრდების გვერდში ყოველგვარი პოლიტიკური თუ პირადი სარგებლის, ან მოტივაციის გარეშე - მოვუწოდებ ახალგაზრდებს, არ შეცვალონ მიზნის მიღწევის ხერხები

მე, პუტინის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ ვარ ახალგაზრდების გვერდში ყოველგვარი პოლიტიკური თუ პირადი სარგებლის, ან მოტივაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვემორჩილები თქვენს ერთსულოვნებასა და მიზანმიმართულობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებმა არ უნდა შეცვალონ „მიზნის მიღწევის ხერხები და საშუალებები“ და არ უნდა უსმინონ მათ, ვინც ახალგაზრდების „გაპარტიულებას ცდილობს“.

„მიმართვა ახალგაზრდებისადმი: ჩემო საამაყო ჯენზი! თქვენ სასწაული მოახდინეთ და ჩემს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბეთ. სწორედ თქვენმა თამამმა, ფერადმა, გამართულმა მოქმედებებმა გააცოცხლეს ეროვნული მუხტი და როგორც არასდროს, შეაკავშირეს ქართველი ხალხი. თქვენი და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა ამხელა საერთაშორისო მხარდაჭერა.

მე პუტინის დავალებით ვარ გამოკეტილი ციხეში იმის გამო, რომ თავის დროზე არ ჩავაბარე რუსეთს საქართველო და მინდა მოგმართოთ მოკრძალებით: მე, პუტინის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ ვარ ახალგაზრდების გვერდში ყოველგვარი პოლიტიკური თუ პირადი სარგებლის, ან მოტივაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვემორჩილები თქვენს ერთსულოვნებასა და მიზანმიმართულობას. აქვე დავძენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს თუ პოლიტიკურ პარტიას უფლება არა აქვს პოლიტიკური მანდატების გამო დაანაწევრონ შექმნილი ერთიანობა და ცალკეული პოლიტიკური სუბიექტის ელექტორალურ ხმებად გადააქციონ ის, რაც ამ ერთიანობისა და დიადი გამარჯვების საწინდარია, არ გაფლანგონ ახალგაზრდობის უდიდესი მონაპოვარი.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ არ შეცვალონ მიზნის მიღწევის ის ხერხები საშუალებები, რაც თქვენს მიერ შექმნილი ერთობიდან წარმოიქმნა და აიძულეთ პოლიტიკური ლიდერები ხელი აიღონ დაქსაქსულობისა და ერთიანობის დაშლის მცდელობებისაგან.

მხოლოდ ამგვარ შედეგებს შეუძლია თქვენი დამარცხება, რომელიც იდენტურია საქართველოს დამარცხებისა. ამიტომ, მოიკრიბეთ ძალა და ყური არ უგდოთ მათ, ვინც თქვენს გაპარტიულებას ცდილობს, რადგან თქვენ ხართ გრანდიოზული და ყველაზე ქართული სულისკვეთების ეროვნული პარტია, რომელიც არ უნდა იქნეს დაყვანილი ცალკე აღებული რომელიმე ერთი, ან რამდენიმე პარტიის ელექტორალურ ხმებამდე.

ახალგაზრდებო! ჩვენი სამშობლოს მომავალი თქვენს ხელშია, რომელიც თითოეულ თქვენგანს გავალდებულებთ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა და ასეთი ერთობით ბოლომდე მიიყვანოთ ასეთი აღმაფრენით დაწყებული საქვეყნო საქმე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია