მედია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკთან აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ და სუნაკმა ყურადღება გაამახვილეს გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებაზე, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი სამიტზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც ისაუბრეს.

„პრიორიტეტი იყო საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუშლის რუსი ოკუპანტების მცდელობებს ომის გაფართოებასთან დაკავშირებით და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუნაკმა და ზელენსკიმ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ერთობლივი სასწავლო მისიების დამატებითი შესაძლებლობებისა და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ნატო-სთან თავსებადობაზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია