შალვა პაპუაშვილი - როგორც ბილწსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი, მედიით შემოგვაჩვიეს საჯარო კომუნიკაციაში და გახდა ჩვეულებრივი, ასე შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა

ოპოზიციაში მთლიანად აწყობილი არიან გარედან რა დირექტივა მიუვათ, რა ტონი მიუვათ, რა თემაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რაზე არა. მე ყველაზე მეტად ეს მანცვიფრებს, როგორც ბილწსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი, მედიით საჯარო კომუნიკაციაში შემოგვაჩვიეს და გახდა ჩვეულებრივი, ასე შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც ამ ქვეყნის პატრიოტია და არც ერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან არ უნდა ითანამშრომლოს“.

„ქალბატონ დეკანოიძეს შევახსენე, რომ ის თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, თქვა კიდევაც, რომ თანამშრომლობს და კიდევ ითანამშრომლებს. წარმოიდგინეთ, 30 წლის წინ ვინმეს ასეთი რამე რომ ეთქვა, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას, როგორც არ უნდა ითანამშრომლო რუსულ სპეცსამსახურებთან ისე არ უნდა ითანამშრომლო ამერიკის სპეცსამსახურებთან, როდესაც შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ. ამაში ეს ხალხი ვერ ერკვევიან. გონიათ, რომ კარგი და ცუდი უცხო ქვეყნის სამსახურები არსებობს. სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო