შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, არის ევროკავშირში რაღაც სტრუქტურები, რომელსაც აწყობს, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ

სირცხვილია, საბოლოო ჯამში რაზეც ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის ფული ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით იხარჯება საქართველოში. ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ არანაირი ანგარიშვალდებულება არა აქვთ არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ, თუ რაში იხარჯება საქართველოში მათი ფული.

"ზოგიერთ ელჩს აქ რომ ვეკითხები საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ EED როგორ ხარჯავს აქ ფულს. იგივეს აკეთებს ამერიკის დემოკრატიის ფონდი (NED), რომელიც, ასევე, ფარულად, იატაკქვეშიდან ხარჯავს ფულს.

აქამდე თუ იყო მიამიტობა, გაურკვევლობა, ერთი წელი მე ინტენსიურად ვსაუბრობდი დონორებთან, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელთან დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ამ მხრივ, შედეგი არის ნული. როგორც ჩანს, არის ევროკავშირში რაღაც სტრუქტურები, რომელსაც აწყობს, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ. ეს არის ყველაზე ანტიევროპული ქცევა, რითაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ინსტიტუცია, მათ შორის, ევროპის დემოკრატიის ფონდი არის დაკავებული, რომელიც ფაქტობრივად პოლიტიკურ კორუფციაში ხარჯავს ფულს. ევროკავშირის ფული, დღეს საქართველოში EED-ის მეშვეობით პოლიტიკურ კორუფციაში იხარჯება,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა "თავისუფალ სივრცეში” სტუმრობისას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია