Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შეიქმნა 2024 წელს, პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. ეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად.

ფინანსური განათლების პროექტში ლიბერთი ბანკი ჩაერთო და Mastercard-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პროექტში ჩართულ მონაწილეებს ლიბერთი Mastercard-თან ერთად სპეციალურად მათთვის შექმნილ საბანკო პროდუქტებს, ბიზნეს ბარათებსა და სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობს, ლიბერთის ექსპერტები კი ჩართულები არიან სალექციო პროცესში და მაქსიმალურად ზრუნავენ, მოწყვლად ჯგუფებს მიაწვდინონ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გაციფრულების შესახებ.

2024 წლის ივნისიდან, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი კახეთში, შემდეგ კი მაღალმთიან აჭარაში გაგრძელდება. ამ რეგიონებში, პროექტი ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. პარალელურად, გამოიცემა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ფინანსური განათლების მიღება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება და მთელი საქართველოს ტერიტორიას დაფარავს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს