ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნა

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიხსნა.

2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში განიხილება: ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი და ინდიკატორი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტი - კატასტროფების რისკების შემცირება, ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის, სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, მწვანე შენობა და ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონების ბაზარი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სტარტაპ გარემო საქართველოსა და რეგიონში, შრომის ბაზარი - სირთულეები და გამოწვევები, სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე, დემოგრაფია, მიგრაცია, სიღარიბე, ღირსეული საცხოვრისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, ჯანსაღი ცხოვრების წესი: ვარჯიში, დასვენება, სწორი კვება.

„ჯანსაღი ქალაქის პრიორიტეტია მისი მცხოვრებლების კეთილდღეობა პოლიტიკისა და ინიციატივების ინტეგრირებით, რომლებიც ხელს უწყობენ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას.

მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმართვაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

ამავდროულად, ისინი ცდილობენ შექმნან შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის. ეს მრავალმხრივი მიდგომა მოიცავს ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისების და პროგრამების შემუშავებას, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ჩვევების პოპულარიზაციას და სოციალური კავშირის გაძლიერებას.

გარდა ამისა, აქცენტები კეთდება ისეთი აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ქალაქების მედეგობას და გაჯანსაღებას.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც ქმნის თანამშრომლობის ჩამოყალიბების და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას"- წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე იმყოფებიან, როგორც თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე მერიის სხვადასხვა უწყების თანამშორმლები, საქართველოს მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო