გიორგი ვაშაძე, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრ პარლამენტარებს შეხვდა

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ინე ერიქსენ შორიდეს და საგარეო და თავდაცვის კომიტეტის წევრ პარლამენტარებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტები დაისვა იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს აქვს შესასრულებელი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის, რაც იდენტურია იმ მოვალეობების, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ნორვეგიელმა დეპუტატებმა დაწვრილებით განიხილეს და კითხვები დასვეს „რუსულ კანონთან“ და საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძემ ნორვეგიელი კოლეგები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

შეხვედრაზე ვაშაძემ ასევე ისაუბრა ნატო-სა და ევროკავშირის როლზე საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე საქართველოსთვის.

ნორვეგიული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგად, საქართველო ყველა საჭირო რეფორმას ჩაატარებს, როგორც ნატოში გაწევრიანებისთვის, ასევე ევროპული ინტეგრაციისთვის.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია იზეიმებს და სათავეში დასავლურ-დემოკრატიული კოალიცია იქნება, ნორვეგიისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ვაშაძემ ნორვეგიელი კოლეგები საქართველოში მოიწვია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა