გურამ მაჭარაშვილი - თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში

თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ.

მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს საქართველოს ისტორია არ აქვს წაკითხული, „გადახედოს და იქ ნახავენ, რომ ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტს არაფერზე არ ცვლიდნენ“.

„თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში. ჯერ ასეთი არჩევანი არ დამდგარა. იმედი გვაქვს, რომ ამერიკა მართლა გადახედავს ურთიერთობებს და გადახედავს იმას, რომ ჩვენ მეორადი პროდუქტის სახელმწიფო კი არ ვართ, არამედ თანაბარი უფლებების სახელმწიფო ვართ. ამისი იმედი გვაქვს და ვნახოთ როგორ მოიქცევა”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ფულადი დახმარების გაუქმებას, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ფულადი დახმარების გაუქმება ქართველ ხალხს მაინც არ შეეხება და ამაზე ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა უნდა იფიქრონ.

„რაც შეეხება ფულად დახმარებას, ამაზე ლომჯარიამ და გიგაურმა იდარდოს. ეგ ფული ქართველ ხალხთან მაინც არ მიდის. იმათ ნაცვლად ჩვენ ვერ ვიდარდებთ ამერიკა დააფინანსებს თუ არა არასამთავრობო სექტორს. რაც შეეხება სანქციებს, რით ვერ გაიგეს, რომ საუბარი საქართველოს სუვერენიტეტზეა. თუ ვინმეს საქართველოს ისტორია არ აქვს წაკითხული, გადახედოს და იქ ნახავენ, რომ ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტს არაფერზე არ ცვლიდნენ”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, დახმარების რაოდენობას და სავიზო შეზღუდვებს გადახედვას.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე