კახა კალაძე - საკუთარ თავს არ ვაკადრებ, ვიღაცას დავურეკო და ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება - არც ფეხბურთელებს ვაკადრებ, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო

ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ბუდუ ზივზივაძეს აქციებთან დაკავშირებით გამოთქმული აზრის გადაცემიდან ამოღება მოსთხოვა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის საკუთარ თავსა და ფეხბურთელებს არ აკადრებს პოლიტიკაში რომ შემოიყვანოს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთებინოს.

„ეს კითხვა, რასაც მისვამთ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ისეთი მოძალადეები და ადამიანები, ვინც ამას იკადრებდა, ამის მკადრებლები ხართ. თქვენ ხართ მკადრებლები ყველანაირი ბოროტების, ყველანაირი სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. მე პირადად თქვენ კი არ მოგმართავთ, საუბარი მაქვს იმ რადიკალებზე, ვინც დღეს ქვეყანაში წარმოდგენილია ოპოზიციის სახით, მათი მხარდამჭერები. ერთნი არიან ესენი, უბინძურესი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველანაირი სიბინძურე იკადრონ. ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო და უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით და ვერ იტყვის ვერცერთი მათგანი, რომ მე ვინმესთვის რაიმე მეთხოვოს, ან პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ჩემ მიმართ მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, თუნდაც არჩევნების დროს, არ არსებობს ბუნებაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს არ ვაკადრებ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ძალიან დამთრგუნველია, როცა აქციებზე ერთ ადამიანს ათი ურტყამს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მან რამდენიმე რედაქციას ამ მონაკვეთის ამოღება სთხოვა, რადგან ევროპის ჩემპიონატის წინ „ზედმეტი აჟიოტაჟი არ სჭირდება“.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის