ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, 30-მდე ტერორისტი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, 30-მდე ტერორისტი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალ-ნუსეირატში, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გაერო-ს სკოლას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 30-მდე ტერორისტი თავს აფარებდა.

მათივე ინფორმაციით, ტერორისტები სამ საკლასო ოთახში, მშვიდობიანი მოსახლეობისგან განცალკევებით, იმყოფებოდნენ.

ისრაელის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შესახებ „ჰამასის“ სამთავრობო მედია ოფისმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იერიშს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება