ბაზისბანკის მხარდაჭერით, სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო Ibis Styles Batumi გაიხსნა

ბაზისბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში, ბათუმში, Accor-ის პირველი სასტუმრო Ibis Styles Batumi გაიხსნა. პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა.

Ibis Styles-ის სასტუმროები ცნობილია ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით. ბრენდის 670 სასტუმროდან, თითოეული გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და თემატიკით, ყველა მათგანი შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც Ibis Styles-ს მოგზაურების საყვარელ ბრენდად აქცევს.

ibis Styles Batumi ლეხ და მარია კაჩინსკების #5-ში, ბულვარიდან და ზღვისპირა პარკიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს და სტუმრებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას უქმნის. ამასთანავე, სასტუმროს დიზაინი დაფუძნებულია სპორტის თემატიკაზე, რომლის შთაგონების მთავარი წყარო უკავშირდება, მე-16 საუკუნეში, ინგლისელი მეზღვაურის მიერ ბათუმში ბურთის აკენწვლის ისტორიას - სწორედ აქედან გავრცელდა საქართველოში ფეხბურთი.

Ibis Styles Batumi ნათელი ტონებითა და მხიარული დიზაინის ელემენტებით გამოირჩევა. ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო 121 ნომერს მოიცავს.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით, რომელიც გათვლილია 80-მდე სტუმარზე და აღჭურვილია პროფესიონალური ხმის სისტემითა და პლაზმური LCD მონიტორით. სასტუმრო უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საჭირო სერვისებსაც, მათ შორის საბავშვო კუთხეს და საბავშვო მენიუს ბარში.

„ბათუმი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა, მისი ისტორიული ხიბლისა და თანამედროვე არქიტექტურის წყალობით, რასაც ასევე ხელს უწყობს რბილი კლიმატი და ბუნება. ეს უახლესი პროექტი ბათუმში Accor-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგანაც ჩვენი დებიუტია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველო განვითარების დიდ შესაძლებლობას გვთავაზობს და ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ აკორის ბრენდები როგორც ქვეყანას, ისე რეგიონსაც“ - ალექსის დელაროფი, აკორის მთავარი საოპერაციო დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში.

„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს მხარდამჭერს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ბრენდის პირველი გამორჩეული სასტუმრო გაიხსნა ბათუმში და მიმდინარე ეტაპზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი ხორციელდება. “ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო