ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არ დარჩენია არაფერი გარდა სანქციებისა, პოლიტიკის გადახედვისა და მკაცრი ზომებისა - ეს ერთადერთი ენაა, რომელიც ესმის ივანიშვილს და მის ბანდას

ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა კიდევ ერთხელ გამოუწოდა დახმარების ხელი ჭაობში მყოფ ივანიშვილის ბანდას, მაგრამ ამ ხელის გაწვდენაზეც მათი პასუხი იყო ძალიან თავხედური და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არაფერი დარჩენიათ, გარდა მკაცრი ზომებისა, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს და პოლიტიკის გადახედვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს“.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, ეს არის ერთადერთი ენა, რომელიც ესმის ივანიშვილს და მის ბანდას“.

„მაშინ, როდესაც ავტორიტარიზმის გზაზე ღიად დამდგარს და ჩვენს სტრატეგიულ კურსის ცვლილების მომხდენ ხელისუფლებას დახმარების ხელი გაუწვდინეს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა, მიუხედავად ღია თავდასხმებისა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გამოიჩინა პოლიტიკური ნება კიდევ ერთი და გამოუწოდა დახმარების ხელი კიდევ ერთხელ ამ ჭაობში მყოფ ივანიშვილის ბანდას, მაგრამ ამ ხელის გაწვდენაზეც მათი პასუხი იყო ძალიან თავხედური და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არ დარჩენიათ არაფერი გარდა სანქციებისა, პოლიტიკის გადახედვისა და იმ მკაცრი ზომებისა, რომლის მიღების შესახებ ღიად არის დაანონსებული და უახლოეს, დღეებში, კვერებში ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს. სამწუხაროდ, ეს არის ერთადერთი ენა, რომელიც ესმის ივანიშვილს და მის ბანდას,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილის მიმართვის მთავარი არსი არის ის, რომ ამ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის მთავარი გამწევი ძალა არის ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თბილისის ქუჩებში სასწაულს ახდენს“ და ენმ მზად არის ამ ძალას ემსახუროს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ მთავარი საინიციატივო ბირთვი, მთავარი გამწევი ძალა ამ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის არის ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც სასწაულს ახდენს თბილისის ქუჩებში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და მთელ მსოფლიოში ბევრს აღაფრთოვანებს, თუმცა მნიშვნელოვანია ის დაკვეთა, რომელიც ამ ახალგაზრდობას და ამ საპროტესტო ტალღას აქვს პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ეს არის უპრეცედენტო ერთიანობის და კონსოლიდაციის მოთხოვნა გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის და მისი ბანდის წინააღმდეგ, ამიტომ მიხეილ სააკაშვილიც მზად არის, რომ გადადოს თავისი პირადი [ინტერესები], ჩვენი პარტიაც მზად არის გადავდოთ ჩვენი პირადი და პარტიული ინტერესები უკან და ვემსახუროთ ხალხის დაკვეთას, ეროვნულ ნებას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მთავარი ძალა ამ საპროტესტო ტალღის,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო