საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეებმა ლიუბლიანას თასის ღია გათამაშებაში 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსის“, მოცურავეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, ცურვაში ლიუბლიანას თასის ღია გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიუბლიანას თასის ღია გათამაშება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა: აბსოლუტური - 2005 წელს დაბადებული და უფროსები, 2006-2007 წწ. დაბადებული ბიჭები და გოგონები, 2008-2009 წწ. დაბადებული გოგონები და ბიჭები, 2010-2011 წწ. დაბადებული ბიჭები და გოგონები.

თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიის საკლუბო გუნდები და საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების ის წევრები, რომლებიც ვარჯიშობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აუზზე.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსის“, მოცურავეებმა 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მათ შორის: მამუკა შენგელია (3 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო); მიხეილ სერედინსკი (2 ოქრო); სანდრო ქვილორია (3 ოქრო, 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის „fina“-ს 3 დისტანციაზე მოპოვებული ქულების ჯამში მოიპოვა სლოვენიის თასი); აკაკი მღებრიშვილი (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო); გიორგი უგრეხელიძე (2 ვერცხლი); ალექსანდრე ჯიქიძე (1 ოქრო 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო) და სალი შერბაევა (2 ვერცხლი).

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში