თეონა აქუბარდია - ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან ამაზე პასუხი უნდა აგოს

ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან პასუხი უნდა აგოს ამაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, „რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით ევროკავშირის მხრიდან სამ საკითხზეა საუბარი, რომელიც ცნობილი ძალიან მალე გახდება.

„რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით სამ საკითხზეა საუბარი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი. ეს არის წინსვლის გაყინვა კანდიდატის სტატუსიდან მოლაპარაკებების ეტაპზე. მათ შორის საფინანსო დახმარების შეწყვეტა ბიუჯეტისთვის და მესამე არის უვიზო რეჟიმი რომელიც საქართველოს კონკრეტული პირობებით მიეცა. მისი გადახედვის წესები არსებობს, რომელიც შარშან მიიღეს და ამ კუთხით მაგიდაზე სამივეა განსახილველად. როდესაც ოპოზიცია ვსაუბრობდით, თუ რა საფრთხეებს ქმნიდა „რუსული კანონი” თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, სავიზო რეჟიმის შემოღებაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ იყო. მე მხარს არ ვუჭერ ხალხის დასჯას იქამდე, სანამ არსებობს ხელისუფლების ცვლის შესაძლებლობა არჩევნების გზით , მაგრამ ეს ჩვენს განწყობასა და ხასიათზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან უნდა აგოს პასუხი ამაზე, მათ შორის ხალხისგან”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა