ირაკლი კობახიძე - უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!

უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა! - აღნიშნული განცხადება მედიასთან დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იმ პროცესებს იხსენებენ, რომელიც 2014 წელს უკრაინაში განვითარდა.

„მინდა შეგახსენოთ, რა ვითარება იყო მაიდნამდე უკრაინაში: - უკრაინა ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო იყო. მას ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა თითქმის 200 მილიარდი დოლარი იყო და მუდმივ აღმავლობის გზაზე იყო. ამის შემდეგ უკრაინა ტერიტორიებს 20%-ს კარგავს, დაღუპულია ათიათასობოთ ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი - დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი არის ან დევნილი ან ლტოლვილი, დაახლოებით 7-8 მილიონი ქვეყნიდან არის გასული და აქედან 90% არიან ქალები და ბავშვები. ეს ყველაფერი მოიტანა მაიდანმა.

ადამიანები, რომელიც უკრაინაში ამ პროცესების განვითარების გამო პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, მაიდნით ჩვენ გვემუქრებიან, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამაზე მხოლოდ ძალიან მძიმე შეფასება შეიძლება მქონდეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს