ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა, კომპანია GWP-ის წარმომადგენლებისგან, რუსთავში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტების მონიტორინგის მიზნით, მორიგი შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა GWP-ის წარმომადგენლებისგან 2024 წლის 6 თვეში, რუსთავში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, GWP-ის და სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„GWP-ის და სემეკის წარმომადგენლებთან გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პროექტი რომელიც რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. კომპანიას 2024 წელს 18 - მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულება აქვს აღებული და ამ პროექტებით როგორც გვეუბნებიან, შეძლებენ ჩვენს ქალაქში წყალმომარაგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ჩვენ ადგილზე გავეცანით ერთ-ერთ მიმდინარე პროექტს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კომპანია „ჯი ვი პი“ სამუშაოებს მშვიდობის და გაგარინის ქუჩებზე აწარმოებს. გაგარინის ქუჩასა და მშვიდობის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი, მონტაჟდება 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ეწყობა 15 საკვანძო ჭა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 669 580 ლარია და სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება.

„გაგარინისა და მშვიდობის ქუჩებზე მაგისტრალური მილსადენის დაახლოებით ორი კილომეტრი იცვლება, რომლითაც 10 ათასზე მეტი მომხმარებელი მარაგდება სასმელი წყლით. ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ საინვესტიციო პროექტები მაქსიმალურად მივმართოთ მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციაზე. რუსთავში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად კი უკვე არის საგრძნობი პროგრესი”, - განაცხადა კომპანია ,,ჯი ვი პის” აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

„2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში GWP-იმ რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე 16 სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაასრულა და ამ ეტაპზე დამატებით 6 პროექტზე მუშაობს. მათ შორის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გაგარინის ქუჩასა და მშვიდობის ქუჩის მონაკვეთზე.

GWP-ი აქტიურად აგრძელებს რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს 18 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. განსაზღვრული ბიუჯეტიდან, 13 მილიონ ლარზე მეტი რუსთავში მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, ხოლო 5 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება. უკვე დასრულებულია რუსთავის უმნიშვნელოვანესი ხრამი-რუსთავის ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის პირველი, 2,2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე მეგობრობის გამზირის, ლომოურის, მშვიდობის, ნეკრასოვის, აფხაზეთის, ფალიაშვილის, ბარათაშვილის, გიორგაძის, შარტავას და მესხიშვილის ქუჩების ქსელების რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოძველებული ქსელების ახლით ჩანაცვლების პარალელურად რუსთავში წყალმომარაგების ქსელებზე დამონტაჟდა 13 წნევის რეგულატორი და 53 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც ქსელზე დაზიანების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთანავე წყალარინების ქსელების განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაიწმინდა 13,500 მეტრამდე ქსელი და აღმოიფხვრა 3,400-მდე დაზიანება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი