სოზარ სუბარი - თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ NGO-ებმა, საქართველოს მოქალაქეები კი 30 წელიწადია დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან, მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ

პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ, რაც ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

სუბარის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან დახმარება შეწყდება, იმ NGO-ებმა უნდა იდარდონ, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ.

“საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია, პრაქტიკულად, სანქციების ქვეშაა. დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალია რუსეთიდან აშშ-ში წამსვლელების ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვიდრე საქართველოში. ასევე, სამჯერ და ოთხჯერ მაღალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტი დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ. ეს ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან”, - აღნიშნა სუბარმა.

სუბარის თქმით, როდესაც აშშ-ის მხრიდან დახმარებაზეა საუბარი, იმ NGO-ების დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და აქციებს აწყობენ.

“როდესაც დახმარებაზეა საუბარი, ის დახმარება, რომელიც საქართველოში შემოდის, იმ “ენჯეოების” დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც ითხოვენ საქართველოს ხელისუფლების გადადგომას, ტექნიკური ხელისუფლების ჩამოყალიბებას და აწყობენ აქციებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმდენად აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, რომ ის 10%-ც არ იქნება იმისი, რა მოგებასაც მივიღებდით ასე რომ არ აყანყალებდნენ ეს NGO-ები ამ დახმარებით საქართველოს. თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ იმ NGO-ებმა, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ”, - აღნიშნა სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება