მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს

მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დედაქალაქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით აღძრა (უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების თავიდან არიდება)“, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მოქალაქემ, კანონის ის მუხლი დაარღვია, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებს, ვინც „უცხოურ აგენტად“ არ დარეგისტრირდება და „რუსეთის ფედერაციის სამხედრო (და) სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში ინფორმაციის მიზანმიმართული შეგროვებით“ არის დაკავებული.

„ის რუსეთს, მათ შორის მოსკოვს, არაერთხელ ეწვია, სადაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა“, - აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა