შალვა ოგბაიძე - ეკოტრანსპორტის განვითარების და მწვანე მობილობის უზრუნველსაყოფად დაწყებულია მნიშვნელოვანი პროცესები, რაც ჩვენს თბილისს კიდევ უფრო მიმზიდველს  და წარმატებულს გახდის

თბილისში მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ფორუმში საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოა ვრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმზე თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებისა და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიზნით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე.

„სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ ეტაპისთვის გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე მეტყველებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, თუ 2017 წელს თბილისში რეგისტრირებული ელექტროძრავიანი ავტომობილების რაოდენობა არ აღემატებოდა 600 ერთეულს, 2023 წლის მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებელი 3400 უკვე ერთეულამდეა გაზრდილი“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ფორუმზე დეტალურად ისაუბრა ელექტრომობილების უფასო პარკირების და მათთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილების, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. მისი თქმით, თბილისში წახალისებულია ველოსიპედებითა და სქროლებით გადაადგილება, დედაქალაქის რელიეფის გათვალისწინებით, ამ დროისათვის დაახლოებით 42 კმ-მდე ველობილიკია დახაზული.

„ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ეკოტრანსპორტის განვითარების და მწვანე მობილობის უზრუნველსაყოფად დაწყებულია და მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროცესები, რაც ჩვენს თბილისს კიდევ უფრო მიმზიდველს, ევროპულს და წარმატებულს გახდის“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი