ანონსი  7 ივნისი

7 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ლარის გაუფასურება - მიზეზები და მოლოდინები კურსთან დაკავშირებით. როგორ აისახება ლარის კურსი ინფლაციურ პროცესებზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ივნისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში სალომე სამადაშვილის და გრიგოლ გეგელიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები

7 ივნისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო ასათიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: აშშ-ს სანქციები „ქართული ოცნების“ წევრებს.

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

7 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221(C კორპუსი, II სართული)

7 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების დამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე, დათო ფერაძე საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსთა კორუფციული კონკურსის შედეგები

მის: უზნაზის 52

საკონტაქტო პირი: დათო ფერაძე - 579 18 24 34

7 ივნისს, 12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2024 გახსნის.

საკონტაქტო: თამარ გოდერძიშვილი - 577 08 00 87

7 ივნისს, 15:00 საათზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მათე ცენტერაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუქარის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს.

მის: ბათუმი, მაზნიაშვილის 54

7 ივნისს 17:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წევრებს.

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

7 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“. პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, 0179, თბილისი, თსუ, I კორპუსი, #107 აუდიტორია.

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 593 78 18 23

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს