გიორგი გახარია - „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირებისა და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, შედეგს ვერ მიაღწევენ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია დამოუკიდებლად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას“, - თქვა გახარიამ.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გუნდი ემზადება იმისთვის, რომ დაიცვან ხმები.

გახარიას განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა შედეგს ვერ მიაღწევს.

„ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, დღეს როგორც მიმდინარეობს პროცესი, განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ, ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსები, რომლის მობილიზებითაც ჩვენ ყველამ ხმები უნდა დავიცვათ.

ხმების დაცვისთვის აუცილებელი პირობა არის ის, რომ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებში, მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი უნდა მივიდეს. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე, „ოცნებას“ მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება ხმები მოიპაროს. მეორე, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომელთა როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც ადგილობრივ დამკვირვებლების, და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე დაწყებულია საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მათ გავუზიარებთ. ვფიქრობ, რომ საქართველოს 2024-2026 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ყურადღების ცენტრში, არა მხოლოდ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა გახარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია