ნოდარ ხარშილაძე - არჩევნებამდე უნდა მივაღწიოთ და მერე იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს - „ქართულმა ოცნებამ“ ფსონები აწია, ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ხალხს არ ეშინია

„ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავიდა - ის პატარა რაოდენობა ხალხისა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ადვილად ჩანაცვლდება ხალხით, რომელსაც ყველაფერზე წამსვლელების არ ეშინია, -ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, თუ რუსეთი საქართველოში შემოვა „პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მოიშორებენ, რადგან მას არ ენდობიან“.

გარდა ამისა, მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ არასამთავრობო სექტორის მუშაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებამდე მინიმალური ზიანის გზას აირჩევენ, რათა არ დაზარალდეს ის ხალხი, რომელსაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან.

„ჩვენ პროექტების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ვეხმარებით, ჩვენი ვალდებულებები გვაქვს და არ გვინდა ეს ხალხი დაზარალდეს მხოლოდ მის გამო, რომ ჩვენ ამ კანონთან ერთად ცხოვრება მოგვიწია. შევეცდებით, მინიმალური ზიანის გზა ავირჩიოთ. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივაღწიოთ და მერე უკვე იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ფსონები აწია, ყველაფერზე წავიდა. მაქსიმალურად ცდილობს შეგვაშინოს. დაპირისპირება ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩვენ უკვე დასაკარგი არაფერი გვაქვს, ხოლო ისინი ყველაფერს დაკარგავენ. ხელისუფლების წასვლა ასეთი მკაფიო იყო 2012 წელს, როდესაც დაიწერა ის რიცხვები, რაც დაიწერა. საქართველოში დიქტატურის რესურსი არ არსებობს. ის პატარა რაოდენობა ხალხისა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ადვილად ჩანაცვლდება ხალხით, რომელსაც ყველაფერზე წამსვლელების არ ეშინია. ბიძინას რუსების გარდა ყველა ლანძღავს. დარჩენია მხოლოდ ის, რომ შეგვაშინოს. გვითხრას, რომ „მე თუ არ ვიქნები, აქაურობას წყალი წაიღებს“. რუსეთი რომ აქ შემოვიდეს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მოიშორებენ. არაფერში არ სჭირდებათ, არ ენდობიან და მას ანგარიშს არავინ გაუწევს“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო