ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის სავიზო სანქციებზე - ეს მხოლოდ დასაწყისია

„რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია, - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოაცხადებას ეხმაურება.

ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობას უხდის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

"ქართული ოცნების" წევრებს, „რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომილური კოლაფსი გარდაუვალია!

ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე.

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის!”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია