გრიგოლ გეგელია - ხელისუფლება არ ელოდა, მაგრამ სანქციები მოვიდა და ეს მხოლოდ დასაწყისია - სამწუხაროდ, ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დროებით დასრულებულია

საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მყარად დგას და ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის გვერდით.

„ისინი არ ელოდნენ, მაგრამ სანქციები მოვიდა. საქართველოს მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა დაწესებულია და ეს მხოლოდ დასაწყისია. აშშ და ევროკავშირში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც იქნება ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის და შეეხება მეტ ადამიანს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში და საგარეო ვექტორის ანტიკონსტიტუციურ ცვლილებაში. შეერთებულმა შტატებმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მყარად დგას და ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის გვერდით. სანქციების პირველი ფაზა, რომელიც „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელს დაუწესდა, ემსახურება სწორედ ქართველი ხალხის, თითოეული პატრიოტი ქართველის დემოკრატიული ინტერესების დაცვას რუსეთის მსახური ხელისუფლებისგან, რომელმაც საკუთარ ერს ომი გამოუცხადა და ქართველების სახელმწიფო ინტერესის მსახურებას რუსეთის ინტერესების გატარება ამჯობინა.

ჩვენ აღარ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციაში გაწერილ ეროვნულ მიზნებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად ცივილიზებული თანამეგობრობის მხარდაჭერა და მყარი შესაძლებლობა, რომ სულ მალე ხელახლა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც იდგება ქართველების და საქართველოს სამსახურში.

შემთხვევით არ არის, რომ სანქციების დაწესებისას, ენტონი ბლინკენმა ღიად განაცხადა, რომ აშშ “წინასაარჩევნოდ, არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდგომაც” იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ეს არის გზავნილი თითოეული ქართველისთვის, რომ აშშ არ დაუშვებს არჩევნების მიტაცებას, საქართველოს დაბრუნებას რუსულ ორბიტაზე და რუსული სპეცოპერაციის გამარჯვებას საქართველოში.

სამწუხაროდ, გუშინ ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დროებით დასრულებულია. საქართველოს დღეს წარმოადგენს დასანქცირებული, ლეგიტიმაცია-დაკარგული ხელისუფლება, რომლის პირობებშიც უკვე ოფიციალურად გამორიცხულია ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება. ეს არის განგაშის ზარი და საბოლოო მოწოდება ყველა ქართველისადმი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისადმი. ერთ მხარეს დგანან რუსები, მეორე მხარეს დგას ქართველი ერი. ამერიკის გზავნილი ნათელია. ქართველმა ერმა უნდა დაიბრუნოს ისტორიული დასავლური გზა და შესაბამისად, შეცვალოს რუსეთის მსახური რეჟიმი, რათა შეძლოს და მოიპოვოს ახალი სიკეთეები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, მეტი სამხედრო თანამშრომლობა.

ყველა ქართველი, ვისი მიზანიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარება, დღეს დგება რუსეთის მსახური ხელისუფლების წინააღმდეგ. 26 ოქტომბერს, „ოცნება“ იღებს უმთავრეს სანქციას ქართველი ხალხისგან, ახალი კოალიციური ხელისუფლება კი დაუყოვნებლივ იწყებს“,- განაცხადა გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო