სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების; საავტომობილო ტრანსპორტის; რკინიგზის ტრანსპორტის; ლოგისტიკის; საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის; ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის სექციებმა იმუშავა.

კონფერენციაში, შესაბამის სექციებში, ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემიის იუნკრებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.

„საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 9 სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი - I ადგილი - ვახტანგ ლაზარიაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - რეზო კუპატაძე, ელენე ველიჯანაშვილი, ლუკა ხელაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი - ნიკოლოზ აბაშიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); მაგისტრატურა - I ადგილი - თორნიკე კვირიკაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - ომარ მეძველია (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); დოქტორანტურა - I ადგილი - ეთერი გელაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - გურამ შანიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 9 სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი-I ადგილი - გიორგი ჭყონია, ლუკა ხაკიძე ( სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი); II ადგილი - თამარ გერგედავა, თამარ ვარდიშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) III ადგილი - ნიკოლოზ ბასილაია, დავით აბრამიშვილი, დავით ბეგიაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი);

ლოგისტიკის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 3 სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული, დოქტორანტურა I ადგილი - ომარ მამალაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 8 სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი -I ადგილი - ლუკა გურასპაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - ალექსანდრე კაჭარავა, ლუკა ძოწენიძე, დავით გუგეჩაძე (დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემია); III ადგილი - ირაკლი მარწყვიშვილი (დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემია)მაგისტრატურა -I ადგილი - მარიამ ბარბაქაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); დოქტორანტურა I ადგილი - ამირანი ლაზარაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - მალხაზ ცუცქირიძე (დოქტორანტურა, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 8 სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი-I ადგილი - საბა თელია (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - ბაჩანა კოპაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი - ლაშა ხურცილავა (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); მაგისტრატურა -I ადგილი - გიორგი ცხომელიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - შალვა ლომსაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი - ელჩინი ახმედოვი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) დოქტორანტურა I ადგილი - ბაქარ გეწაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) III ადგილი - დავით ბულეიშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 6 სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი - I ადგილი - დავით მიქაბერიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი - მარიამ გველესიანი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი - თეა შუბითიძე, ლანა ნინიკაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი იღებს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე - 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გაგრძელდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო