გიორგი ცუცქირიძე - ლარის გაუფასურება დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან - უფრო მეტად გაუფასურებას მე არ ველოდები, პირიქით, ლარის კურსი ნელ-ნელა, ალბათ, დაიწევს

ლარის გაუფასურება დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან - უფრო მეტად გაუფასურებას მე არ ველოდები. პირიქით, ლარის კურსი ნელ-ნელა, ალბათ, იმ მაჩვენებელზე დაიწევს, რა მაჩვენებლიდანაც გაუფასურება დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს არის მოსალოდნელი. კერძოდ, მისი განმარტებით, პროგნოზითაც მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან უფრო მაღალი შემოსავლები გვექნება, ვიდრე გასულ წლებში, რაც ლარის კურსის მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება.

„ლარმა გაუფასურება მაისში დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან. თუ დღევანდელ გაუფასურებას მივიღებთ მხედველობაში, ეს არის თავისებური ინერცია, რაც გარკვეულწილად მოსდევს ხოლმე ასეთ აჟიოტაჟურ პერიოდებს. ეს ინერცია ასევე, შეიძლება იყოს დაკავშირებული გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებთან, რაც აისახა დაანონსებულ სანქციებში, ვგულისხმობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სავიზო შეზღუდვებს. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი.

ლარის კურსის გაუფასურებას მე არ ველოდები, პირიქით, ლარის კურსი ნელ-ნელა, ალბათ, იმ მაჩვენებელზე დაიწევს, რა მაჩვენებლიდანაც მაისში გაუფასურება დაიწყო. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ლარი არ გაუფასურდება და ის საწყის წერტილს დაუბრუნდება, ინფლაცია, ბუნებრივია, არ გაიზრდება და დარჩება მიზნობრივ მაჩვენებელში, რომელიც დღეს გვაქვს, ანუ, 3%-იან ზღვარზე. აქედან გამომდინარე, არც ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი. ეს არის ჩემი ოპტიმისტური პროგნოზი. არა მხოლოდ სურვილი, არამედ ეყრდნობა ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ტენდენციებს, რომლებიც ჩვენ გაქვს ბოლო წლებია ეკონომიკაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ წელსაც ეკონომიკური ზრდა მაღალი გვექნება,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია