ეკა ყუბუსიძე - ჩვენი მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ციფრულ ეკოსისტემაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკა ყუბუსიძემ ყურადღება საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამომავლო პროექტებზე გაამახვილა, აგრეთვე ინიციატივებზე, რომლებიც ხელს საქართველოს ევროკავშირის ციფრულ ბაზართან ინტეგრაციას შეუწყობს.

„ქვეყანაში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართულია ამ გამოწვევის დასაძლევად. ეკონომიკის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ციფრულ ეკოსისტემაში”, - განაცხადა სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ინფორმაცია მიაწოდეს, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, პროექტის მიმდინარეობისა და მისი განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ. განიხილეს კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და სფეროში არსებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირისა (EU) და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით“ (REDI), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის ციფრული განვითარების კუთხით არსებული უთანასწორობის დაძლევის ხელშეწყობას, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ციფრული წიგნიერების ამაღლების გზით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი (SFPL) და ესტონეთის e-Governance Academy (eGA). შეხვედრაზე გაიმართა პროექტის უახლოესი გეგმების, საპილოტე აქტივობებისა და ტექნიკური საჭიროებების მიმოხილვა.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის - Solidarity Fund PL in Georgia (SFPL), სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI) პროექტის და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი