კახა კალაძე - სანქციები არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული - მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?

სანქციები არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა? - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, შეიძლება დღეს სანქციებთან დაკავშირებით ვიღაცებმა გაიხარონ და ესენი “ქვეყნის მტრები არიან”.

“საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რეალურად, რა პროცესები მიდის. ეს გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო და რომელიც უკვე გაჟღერდა სანქციებთან დაკავშირებით, არის ერთგვარი წახალისება გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის “ზერო”, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა? ასეა დღევანდელი ოპოზიცია. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ გუბაზ სანიკიძეს კითხოთ და ის გეტყვით ზუსტ შეფასებას რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

[ოპოზიციაში] დროებით შეიძლება გაიხარონ. ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები, ჩვეულებრივი მოღალატეები. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, 2008 წელს თავიანთი მოღალატეობრივი ქმედებებით დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია და ეს პირადად მათი დამსახურებაა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია. ის რეზოლუციებიც, რომლებსაც მათ მოაწერეს ხელი, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალს თავს დავესხით, ეს არის ის მოღალატეობრივი ქმედებები და ამ ყველაფრის შემოქმედია ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა დასახელების პარტიებად არიან წარმოდგენილები. სინამდვილეში ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ საკადრის პასუხს გასცემს.

ვერც ერთ ფაქტს მოიყვანთ, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ შეზღუდული იყოს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ბუნებაში არ არსებობს ამგვარი ფაქტები. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც საზოგადოება ხედავს. 2012 წლამდე გატარებულ პოლიტიკას გვტენიდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. გვეუბნებოდნენ, რომ თურმე მანქანის საბარგულზე “გადასკოჩილი” ადამიანების გაუპატიურება დემოკრატია იყო, ბიზნესის რეკეტი დემოკრატია იყო, აქციების დარბევის დროს ხალხის ხოცვა და შემდეგ ჯიხურებზე შემოდება, ვითომ დენმა დაარტყა, ეს დემოკრატიის შუქურა იყო. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს. საზოგადოება ამ განსხვავებას ძალიან კარგად ხედავს ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში