ანა წითლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ სანქციები თავის თავს უნდა დააბრალოს - ძალიან მძიმეა ეს სანქციები, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს სანქციები, რადგან სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ მედიასთან აშშ-ის სანქციებზე საუბრის დროს განაცხადა.

წითლიძის თქმით, აღნიშნულს მოჰყვება სანქციები ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას რეალურად არანაირი შანსი არ აქვს.

“ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი ახლა, რაც მათ თავს ხდება, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. “ქართული ოცნების” ლიდერები ამ სანქციების შესახებ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-მ და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა და საბოტაჟი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მათ არ შერჩებოდათ. ძალიან ბევრი შანსი მისცეს იმისთვის, რომ საქმე სანქციებამდე არ მისულიყო. ახლა უკვე ეს სანქციები “ქართულმა ოცნებამ” თავის თავს უნდა დააბრალოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს სანქციები, რადგან სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს. ამას მოჰყვება სანქცირებები ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას რეალურად არანაირი შანსი არ აქვს”, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს