ლუკა შველიძე - პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს, ისინი წარმოადგენენ რუსეთს

პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ საქართველოს, ისინი წარმოადგენენ რუსეთს! ასევე ძალოვნები, რომლებიც დასანქცირდნენ, მართალია ისინი არ არიან რუსულ კანონზე ხელმომწერები, თუმცა ისინი ხელს აწერენ ახალგაზრდებზე ძალადობას, ხელფასის გამო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულო ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ, სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

„პარლამენტის დეპუტატები დაასანქცირეს, მაგრამ რომ გითხრათ ამაზე გული დამწყდა, ეს ასე არ არის, რადგან ისინი საქართველოს აღარ წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ რუსეთს. როგორც დასავლელი პარტნიორები ექცევიან რუსებს - ასანქცირებენ მათ, ასანქცირებენ მათ ბიზნესს, ოჯახის წევრებს, ზუსტად ასე დასანქცირდნენ ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც.

ახალგაზრდებს გვეუბნებიან, რომ დასავლეთი ცუდია, ევროპა არის გარყვნილი, ევროპაში და ამერიკაში არის „ბუა“ სახელად „გლობალური ომის პარტია“, მაშინ თავადაც არ იარონ ევროპაში და დასავლეთში, იარონ მხოლოდ რუსეთში, საითაც ქვეყანას მიაქანებენ.

მართალია ძალოვნები არ არიან რუსულ კანონზე ხელმომწერები, თუმცა ისინი ხელს აწერენ ახალგაზრდებზე ძალადობას, ურტყამენ ბავშვებს, ქალებს, ურტყამენ 21-22 წლის ბიჭებს, ჩემს თანატოლებს, ურტყამენ იმის გამო, რომ მათ ეს დავალება მისცეს. ამ დროს, არ წარმომიდგენია ამ ადამიანებმა არ გაიფიქრონ, თუ რისთვის დგანან ეს ახალგაზრდები. გასაგებია გავარიდო, დავაკავო, მაგრამ უმოწყალოდ ცემა? როდესაც 1 ადამიანს 10 სამართალდამცავი უსწორდებოდა ფიზიკურად. ვნახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, 20 წუთის განმავლობაში ძალადობდნენ მასზე სპეცრაზმელები, ვნახეთ დავით ქაცარავა რა დღეში იყო, როგორ გაუსწორდნენ მას და როგორი გამოვიდა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. მათ შორის, მეც ვიყავი ერთ-ერთი ვისზეც იძალადეს, სავარაუდოდ ერთ-ერთი ვარ ვისზეც კიდევ იძალადებენ.

ამიტომ მინდა მათ ვუთხრა, რომ არც სპეცრაზმელები დაღალონ და არც თავად დაიღალონ თვალების ცეცებით, არსად ვიმალები, ყოველთვის წინა ხაზზე ვდგავარ და სანამ ჩემს თანამებრძოლებამდე მივლენ, მანამდე მოუწევთ ჯერ მე გამიარონ და ჩემს მერე მივიდნენ მათთან.

მათ უარესსაც მოაწერეს ხელი, ქართველი ქართველს დააპირისპირეს, ქართველი აიძულეს ქართველისთვის ხელი დაერტყა და ისინიც დათანხმდნენ ამ ყველაფერს, ხელფასის გამო. ამიტომ დიახ, ისინიც დასასანქცირებლები იყვნენ!“- განაცხადა ლუკა შველიძემ, რომლის კომენტარსაც “ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის