ნინო ლაცაბიძე  - ჩვენმა გუნდმა რუსთავში კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია - მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი აღადგინა

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ტრადიცია აღდგა. სიმპოზიუმს საფუძველი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქალაქის მერიის ინიციატივით, ტრადიციის აღდგენა წელს მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, დღეს კულტურისა და დასვენების პარკში, საზეიმოდ, სწორედ იმ ტერიტორიაზე გაიხსნა, სადაც პირველად ჩატარდა.

სიმპოზიუმის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგი, მოქანდაკეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩვენმა გუნდმა რუსთავში კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია - მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი აღადგინა. რუსთაველებს დავპირდით და სწორედ ამ მივიწყებული ტრადიციების აღდგენით, ფესტივალებითა და ქალაქის განვითარების ახალი ხედვით გვსურს, რომ რუსთავს ახალი შესაძლებლობები გავუჩინოთ. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა. გვიხარია, რომ წლების შემდეგ, მასში 8 ქართველ მოქანდაკესთან ერთად, 5 უცხოელი ხელოვანიც იღებს მონაწილეობას. ერთი თვის განმავლობაში ისინი სიმპოზიუმის სივრცეში იმუშავებენ და შექმნიან ძალიან საინტერესო სკულპტურებსა და კომპოზიციებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში დარჩება და სხვადასხვა ადგილებში განთავსდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში, 7 ივნისიდან 8 ქართველი და 5 უცხოელი - ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები იმუშავებენ.

„გასული საუკუნის 90-იან წლებში, რუსთავში საფუძველი ჩაეყარა მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც წლების განმავლობაში მივიწყებული იყო. დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და უშუალოდ მერის, ნინო ლაცაბიძის ჩართულობით, ეს ტრადიცია აღდგა და სიმპოზიუმი კვლავ გაიმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

მერიის ცნობითვე, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში მოწვეული ხელოვანების სტატუსით, ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგიც ჩაერთვებიან.

„სივრცე, სადაც წელს მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ტარდება, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სწორედ იმ ტერიტორიაზეა მოწყობილი, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, სიმპოზიუმის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

მოქანდაკეთა რუსთავის საერთაშორისო სიმპოზიუმი - 2024, ქართველ და უცხოელ ხელოვანებს 20 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. რუსთავის პარკში მოწყობილ ღია სივრცეში სკულპტურის შექმნის საინტერესო პროცესის დაკვირვებას, ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების წევრია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია