თინათინ ნიბლოშვილი - ქალაქებში გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური დაგეგმარება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას ხელს უწყობს

თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“, ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი­ სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმზე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი გამოვიდა, მან თბილისის მუნიციპალიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს გენდერულად მგრძნობიარე დაგეგმარებაზე, ასევე საზოგადოების წევრების ჩართულობასა და თანამონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებების დაგეგმარების შესახებ ისაუბრა.

„გენდერული დაგეგმვის პროცესი ქალაქმგეგმარებლებს ეხმარება ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფის ყოველდღიური საჭიროების შესახებ. ვფიქრობ, თანამედროვე მიდგომების მეშვეობით მაქსიმალურად დავუახლოვდეთ სამართლიანი ქალაქის იდეას. ცხოვრების ხარისხი საცხოვრებელ სივრცეებში გულისხმობს ადამიანზე ორიენტირებულ ურბანულ დაგეგმარებას, რომელშიც მოიაზრება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის, სქესისა თუ საჭიროების მქონე ადამიანისთვის მისაღები, გამართული ინფრასტრუქტურა, აგრეთვე ის მოიცავს სხვადასხვა ობიექტის, საგანმანათლებლო, სავაჭრო თუ ჯანდაცვის ობიექტების ახლო მანძილზე მისაწვდომობას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში თბილისში თანამედროვე სტანდარტების, უნივერსალური დიზაინისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით მოწყობილ ასობით გამწვანებულ სივრცეზე, რომლებიც თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის, ასაკის თუ საჭიროების მქონე ადამიანისთვის. თინათინ ნიბლოშვილმა ამ ჭრილში საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის სწრაფი განვითარების პარალელურად იზრდება მოთხოვნა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე.

„მრავალ კვლევაზე დაყრდნობით უნდა ითქვას, რომ ბავშვები სკოლასა თუ ბაღში ძირითადად დაჰყავთ ქალებს (დედას, ბებიას). ისინი ძირითად შემთხვევაში გადაადგილდებიან ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გასათვალისწინებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, გარე განათება, უსაფრთხო გადასასვლელები და სხვ., რაც ჯამში ქმნის უსაფრთხო გარემოს. ქალაქებში გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური დაგეგმარება ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის