არჩილ გორდულაძე - სივრცით კოდექსში ცვლილებები შედის, რომლებიც სამართალდარღვევების პრევენციაზე იქნება ორიენტირებული

სასტუმრო „პარაგრაფში“ მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის, სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ ერთ-ერთ სესიაზე - ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში - მოდერატორი იყო თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, არჩილ გორდულაძემ ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევების სამართლებრივ ჭრილში მოგვარების საკითხებზე ისაუბრა.

„თბილისის როლი გამორჩეულია საქართველოს კანონმდებლობაში როგორც ეკონომიკურ, ასევე სამართლებრივ ნაწილში. ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის დაახლოებით 51% თბილისზე მოდის. შესაბამისად, ხშირია ეკონომიკურ-სამართლებრივი საკითხები ჩვენს დედაქალაქში, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას. ამ საკითხებში ჩართულები არიან დედაქალაქის მერიის, გამგეობების და საკრებულოს წარმომადგენლები. ძალიან კარგი კოორდინაცია და თანამშრომლობა გვაქვს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტში თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართულობის დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სივრცით კოდექსს ეხება. როგორც მან აღნიშნა, კანონმდებლობა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ პასუხისმგებლობაზე, არამედ სამართალდარღვევების პრევენციაზე და სწორედ ასეთი სახის ცვლილებები შედის კოდექსში. არჩილ გორდულაძემ დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულთა დახმარების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევის სამართლებრივად სწორად მოგვარება.

წარმოდგენილ საკითხზე მომხსენებლებმაც ისაუბრეს. სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა“,- აღნიშნულია თბილისის საკრებულოს პიარსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის