ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინის დახმარების 225 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

პარიზში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო.

ჯო ბაიდენმა შეხვედრის დაწყებისას უკრაინისთვის 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

„დღეს ხელს ვაწერ დახმარების დამატებით პაკეტს 225 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რათა დაგეხმაროთ ელექტროქსელის რეკონსტრუქციაში”, - მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას.

ამასთან, ბაიდენმა ზელენსკის ბოდიში მოუხადა წლის დასაწყისში სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების შეფერხებისთვის,

„ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, რომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან გაგვიჭირდა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უნდა მიგვეღო, ზოგიერთი ჩვენი ძალიან კონსერვატიული წევრის გამო, რომლებიც აყოვნებდნენ პროცესს, მაგრამ შევასრულეთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს