ლევან ქარუმიძე - სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს, სცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ - ამ ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ს „ნაცმოძრაობის“ არცერთი წევრი არ დაუსანქცირებია

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს - ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, „ნაცმოძრაობის“ არცერთი წევრი არ დაუსანქცირებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის, სცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც ადამიანებს.

მაგალითად, 2011 წელს რეჟიმმა ქუჩაში გამოსული საპროტესტო აქციის მონაწილეები დახოცა და შემდეგ მათი ცხედრები ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე შემოდო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი არ დაუსანქცირებია", - წერს ქარუმიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება