შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ მართულ ტერორის კამპანიას, რომელშიც ჩართული არიან პარტიული და „ენჯეო“ აქტივისტები, სამწუხაროდ, ამას ევროკავშირიდან დღემდე არავინ გაემიჯნა

ჩვენ ვხედავთ მთლიანად მართულ ტერორის კამპანიას, რომელშიც ჩართული არიან პარტიული, ასევე „ენჯეო“ აქტივისტები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს და მათ მიმართ მუქარას ახორციელებდნენ, "მედია „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი კეფაში 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს და ერთსაც და მეორესაც აფინანსებს ევროკავშირი".

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ევროკავშირს ზედაპირული მიდგომა აქვს.

„ყველას შევახსენებ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს და მათ მიმართ მუქარას ახორციელებდნენ, მედია „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს, კეფაში და ერთსაც და მეორესაც აფინანსებს ევროკავშირი. დღემდე არ გამიჯვნია არავინ ევროკავშირიდან ამ ტერორის კამპანიას. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში ხმარდება რადიკალიზმს, ასეთ ჯგუფებს, რომლებიც მუქარას და ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება