შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას მიზანი ერთი აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არამედ სხვა გარე ქვეყნებისთვის, რომ მათი დავალებები და სურვილები შეასრულონ საქართველოს მეშვეობით

ოპოზიციაში ხედავენ, რომ ქართველი ხალხისგან მათ, უკვე 12 წელია, აქვთ მყარი უარი, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას უნდა, ხელისუფლება მოიპოვოს სხვისთვის და არა ქართველი ხალხისთვის.

„ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამას აკეთებენ სახელით და გვარით ქართველი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, იმის გამო, რომ სხვისი დავალებით ძალაუფლება აიღონ ხელში, რათა შემდეგ სხვისი დავალებები შეასრულონ ამ ქვეყანაში, შეუძლიათ, ქვეყანა გაწირონ არეულობისკენ. სინამდვილეში, მიზანი ერთი აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არც თავისთვის უნდათ ეს ხელისუფლება. მათ უნდათ, ხელისუფლება მოიპოვონ სხვისთვის. სხვა გარე ქვეყნებისთვის და ჯგუფებისთვის, რომ მათი დავალებები და სურვილები შეასრულონ საქართველოს მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება