შალვა პაპუაშვილი - როცა ვხედავთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი უცხოელების მხრიდან უსამართლობით გაოგნებულია

როდესაც ვხედავთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი უცხოელების მხრიდან უსამართლობით გაოგნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, რაც სამწუხაროა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში, საფრანგეთის კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული.

„კვლავ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის და ზოგს თავისი თავი ჰგონია იუპიტერი, ჩვენ ვგონივართ ხარი. ეს სამწუხარო დამოკიდებულებაა. ქართველი ხალხი ისტორიულად შეჩვეული ვართ, რომ ასე ზემოდან გვიყურებდნენ ხოლმე, ბოლოს მეოცე საუკუნეში იყო, როდესაც ზემოდან გვიყურებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი სათქმელი გვეთქვა. სინამდვილეში, საფრანგეთის კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული. მაგალითად, საფრანგეთში რომ არსებობდეს მოძრაობა „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა, მას მოუწევდა ფინანსური დეკლარაციების გასაჯაროება. ციხეში ჩასვამდნენ იმას, ვინც ამას არ აკეთებდა. თვალთვალის ქვეშ იქნებოდა, მათ შორის მათი კომპიუტერული თუ სხვა კომუნიკაცია. ეს იქნებოდა „სირცხვილიას“ ბედი, საფრანგეთში რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისგან დაფინანსებული. მაშინ, როდესაც „სირცხვილია“ საქართველოში ფინანსდება ევროკავშირის მხრიდან, მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება – შეავსოს დეკლარაცია და გაასაჯაროოს. მორჩა, სხვა არანაირი ვალდებულება არ აქვს. თუ დაარღვევს ამ წესს, ერთადერთი რეაგირებაა ჯარიმა, მეტი არაფერი.

როდესაც ვხედავთ მკაცრ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ამ ორ კანონთან დაკავშირებით უყურებთ რეაქციას სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების მხრიდან უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება, იმისდა მიხედვით, რა ზომის არის ქვეყანა. რახან პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენზე სხვანაირი შეფასებებია, სხვა რომ დიდი ქვეყანაა, იქ სხვანაირი შეფასებაა. ქართველი ხალხი ისტორიულად შეჩვეულია, რომ ასეთებს ცდილობდნენ ხოლმე სხვა ერები, მაგრამ არავის ბოლომდე არ გასვლია და არ მგონია, ეს სერიოზული მიდგომა იყოს ამ მომენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია