შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები

ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2024 წლის თავისუფლების ინდექსით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.

"2024 წლის თავისუფლების ინდექსი კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს მრავალი მიმართულებით. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას და ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანას. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი აფასებს 164 ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორებიცაა, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები", - წერს პაპუაშვილი

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება