შალვა პაპუაშვილი - ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი - ათასწლეულის განმავლობაში, ერთი სოფლის რამდენიმე გვარის წყალობით, ამ საგანძურმა ყველა ქარტეხილი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია

ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი. კონკრეტულად პალიმფსესტის ამ ორ გვერდზე ხელნაწერის ქვემოთ მე-9 საუკუნის გაცრეცილი წარწერები ოდნავღა მოჩანს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, ხოლო რაც რჩება არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა დალოცოს საქართველო".

,,ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი. კონკრეტულად პალიმფსესტის ამ ორ გვერდზე ხელნაწერის ქვემოთ მე-9 საუკუნის გაცრეცილი წარწერები ოდნავღა მოჩანს. ათასწლეულის განმავლობაში, ერთი სოფლის რამდენიმე გვარის წყალობით, ამ საგანძურმა ყველა ქარტეხილი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია.

“ხილული დროებითია, უხილავი კი - მარადიული”. (კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე).

ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, ხოლო რაც რჩება არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა დალოცოს საქართველო", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია