ლევან ბეჟაშვილი - ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავგანწირვით აჩვენა პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ეს გადაწყვეტილება არ არის საკადრო გადაადგილება

მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ხაბეიშვილს. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარტიულ განვითარებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირადად იბრძოდა და პარტიას ხელმძღვანელობდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავგანწირვით აჩვენა პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

„დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში, მადლობა ლევანს, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარტიულ განვითარებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირადად იბრძოდა და პარტიას ხელმძღვანელობდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პირადი თავგანწირვით აჩვენა ჩვენს პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება განპირობებული არის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკურმა ძალადობამ ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ამიტომ მას სჭირდება რეაბილიტაციის პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ არ დაკარგოს თავისი ფუნქციონალური დატვირთვა. შესაბამისად, თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თინა იქნება პირველი ქალი, რომელიც იმავდროულად გამოკვეთს ქალების როლს პოლიტიკაში, პარტიაში და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება საპროგრამო გამოსვლა, რომელიც ახალ გამოწვევებს დაუსახავს პარტიას. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ არის საკადრო გადაადგილება. ფრაქციის თავმჯდომარე არის თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი არის ხუთი თვე, ამიტომ რაიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება ცვლილებების თვალსაზრისით მიზანშეუწონლად მიმაჩნია პირადად მე, თუმცა პარტია და ფრაქცია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო