ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენი შემართება არ იცვლება - პარტიას შეუძლია ყველანაირ განსაცდელს გაუძლოს და იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი. თინას კანდიდატურას მიესალმება მთელი პარტია, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის. ჩვენი შემართება არ იცვლება. ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ”, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, თინა ბოკუჩავას კანდიდატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიესალმება.

„რა თქმა უნდა, ამ თემაზე არანაირი სპეკულაცია არ უნდა იყოს, რადგან არ არის ეთიკური და მორალური, როდესაც ადამიანს სიკვდილამდე სცემენ და შემდეგ ამის გამო არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ მას რამდენიმე თვის განმავლობაში ფიზიკურად არ შეუძლია რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იყოს. მნიშვნელოვანია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და ამ ბრძოლაში ლევანს ექნება განსაკუთრებული როლი, რადგან ეს თანამდებობა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა არის ძალიან საპასუხისმგებლო. რა თქმა უნდა, თინას კანდიდატურას მთელი პარტია მიესალმება, როგორც ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსის და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი შემართება არ იცვლება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ამ პარტიას შეუძლია გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს და იბრძოლოს გამარჯვებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში