თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, - ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში ვიზიტის მყოფ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ უმასპინძლა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება