გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ გმობს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

„ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა