გიორგი ვაშაძე - ალბათ, დიდი ტრაური ექნება პრორუს „ქართულ ოცნებას“, რადგან არცერთი ორბანისტი არსად არ იქნება - ევროპარლამენტში გაიმარჯვა ევროკავშირის გაფართოების და „ოცნების“ დამთავრების პოლიტიკამ

ევროპარლამენტში გაიმარჯვა ევროკავშირის გაფართოების, დემოკრატიის მხარდაჭერის, ქართველის მხარდაჭერის და „ქართული ოცნების” დამთავრების პოლიტიკამ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რითაც ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, იმ ძალების მხრიდან, ვინც ევროკავშირში გაიმარჯვა, ვერც ერთი ანტიდემოკრატიული, ფაშისტური და ავტორიტარული ძალა, ვერასდროს იქნება მხარდაჭერილი.

„EPP-ს ყველაზე მეტად რომ ლანძღავს „ქართული ოცნება“, მათ უფრო მეტი მანდატი და ადგილი აიღეს, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. რაც შეეხება თანამდებობებს, არცერთი ორბანისტი არცერთ თანამდებობაზე არ იქნება - ეს მიიღო ორბანმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას შეცვლის საქართველოსთვის ევროპარლამენტის ეს არჩევნები, ვაშაძემ უპასუხა, რომ ქართველ ხალხს და დემოკრატიას მეტი მხარდაჭერა ექნება და მეტი წნეხი ექნება „ქართული ოცნებას“.

„ქართველ ხალხს და დემოკრატიას მეტი მხარდაჭერა ექნება და მეტი წნეხი ექნება ნებისმიერ ავტორიტარს, პირველ რიგში მოღალატეთა დაჯგუფებას „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც უნდა, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს და საქართველო ევროინტეგრაციის ნაცვლად უბედურებისკენ წაიყვანოს. ძალიან საინტერესო კანდიდატები, ჩვენი ქვეყნის მეგობრები განიხილებიან ევროკომისიის გაფართოების კომისრის პოზიციაზე. ალბათ, დიდი ტრაური ექნება პრორუს „ქართულ ოცნებას“, იმიტომ რომ არცერთი მსგავსი, მასთან მიახლოებული ადამიანი კომისიაში არსად იქნება. არცერთი ორბანისტი არსად იქნება, ორბანის ეს იდეოლოგია დამარცხდა ამ არჩევნებში. მან ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგი აიღო, რაც კი აუღია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება