სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, დიზაინის საერთაშორისო სკოლამ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ დიზაინის საერთაშორისო სკოლის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ერთმა სექციამ იმუშავა. სექციაში - „დიზაინი“ მონაწილეობა სამმა სტუდენტმა მიიღო.

„კომისიის წევრებმა, საკონკურსო სამუშაო სხდომაზე, მოისმინეს ბაკალავრიატის საფეხურის სამი სტუდენტის საპრეზენტაციო მოხსენებები, ავტორთა მიერ შერჩეული თემატიკის ირგვლივ. სტუდენტთა მიერ მომზადებული საპრეზენტაციო ნამუშევრების მოსმენის შემდეგ, სექციის ხელმძღვანელმა, დეკანის მოადგილემ სამეცნიერო და საერთაშორისო დარგში ნინო ფიცხელაურმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 3 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო ჟიურის მიერ მიღებული შემაჯამებელი საბოლოო შედეგები:

I ადგილი მიეკუთვნა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს დიმიტრი კაზაროვს, მდგრადი განვითარების თანამედროვე პრობლემატიკაზე აქტუალური ნაშრომისათვის - „ორი გზა - ერთი მიზანი: არაერთგვაროვნება მდგრად არქიტექტურაში.“

II ადგილი დაიკავა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა ილია ჯიჯეიშვილმა, რომლის ნაშრომი „მდგრადი განვითარების სტრატეგიების ინტეგრირება ვიზუალურ კომუნიკაციაში: მაგალითების შესწავლა“, ვიზუალური ორიგინალურობით და თემატური სიმდიდრით იყო გამორჩეული.

III ადგილზე გავიდა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი ანასტასია კარტოზია ნაშრომით - „მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება ინტერიერის დიზაინში - ორი პროექტის ამბავი“, სადაც საინტერესოდ იყო დაპირისპირებული და განხილული ორი, თანამედროვე მდგრადი განვითარების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტი.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე - 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო